აშშ-ში ბუს თითქმის ნახევარი მილიონი ერთეულის განადგურებას გეგმავენ

აშშ-ში გეგმავენ ბუს ინვაზიური სახეობის – „ჭრელი ბუს“, თითქმის ნახევარი მილიონი ერთეულის განადგურებას. ფრინველის ეს სახეობა ქვეყნის ჩრდილოდასავლეთ რეგიონებში ადამიანის ჩარევის გამო გავრცელდა. თევზის რესურსების და ველური ბუნების დაცვის სამსახურმა წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმად, 450 ათასი ერთეული უნდა განადგურდეს. გადაწყვეტილება ბუს ამ სახეობის დახოცვის თაობაზე ეფუძნება სხვა ორი სახეობის, ჩრდილოეთის ლაქებიანი და კალიფორნიული ლაქებიანი ბუების დაცვის საჭიროებას.

დოკუმენტის პროექტით, ბუების დახოცვას შეეძლებათ ლიცენზიის მქონე მონადირეებს 30 წლის განმავალობაში.

ბუნების დამცველმა 75-ზე მეტმა ორგანიზაციამ პროტესტი გამოთქვა და წინააღმდეგი არიან ჭრელი ბუების დახოცვისა. ისინი ფიქრობენ, რომ მონადირეებმა შეცდომით შეიძლება დახოცონ ბუების სხვა სახეობები და სხვა ცხოველები. ისინი ითხოვენ, რომ მოიძებნოს პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზა.

 

მსგავსი თემები