უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო იერიშთან დაკავშირებით გაერომ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩანიშნა. სხდომა ხვალ, 9 ივლისს გაიმართება. გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა.
უკრაინის ქალაქებზე დღევანდელი რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 33 და დაშავდა 140 ადამიანი.