“აღარ გვაქვს სამანქანო გზა, ვერც სასწრაფო მოდის“- ადგილობრივები დახმარებს ითხოვენ

წყნეთის გზატკეცილზე მდინარე ვერეს სიახლოვეს ადგილობრივები თქმით, საავტომობილო გზა იშლება. მოქალაქეებს აქვთ ეჭვი, რომ მეწყერ საშიიშ ზონაში ცხოვრობენ და დახმარებას ითხოვენ.

“აღარ გვაქვს სამანქანო გზა, ვერც სასწრაფო მოდის, ვერც სახანძრო. გვყავს პატარა ბავშვები, ოჯახებით ვცხოვრობთ. მივმართეთ მერიას, გამგეობას. ეს ყველაფერი კარგად იციან, მაგრამ ამბობენ, რომ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ძველ გაკეთებულ ჭებზე მიაერთეს ეს კორპუსების წყალი და ვერ დაიტია წყალმა, ამოვარდა და დაგვინგრია. შევარდა სახლებში, ჩაანგრია გზა. ფეხითაც საშიშია გავლა, არაფერი არ არის წესიერად გაკეთებული. ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში და ასე არ უნდა იყოს. რამდენჯერ განცხადება დავწერეთ და არავინ მოგვაქცია ყურადღება” – ამბობს ადგილობრივი.

 

მსგავსი თემები