დონეცკის ოლქში რუსული “სუ-25” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსული “სუ-25” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც უკრაინელი დამცველების პოზიციებს ურტყამდა. ინფორმაციას ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცას“ „ტელეგრამ“ არხი იუწყება. მათივე ინფორმაციით, მოიერიშე თვითმფრინავი გენერალ მარკ ბეზრუჩკოს სახელობის 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის საზენიტო მსროლელებმა ჩამოაგდეს.

 „პოკროვსკის მიმართულებით ჩვენმა უკრაინელმა სამხედროებმა რუსული თვითმფრინავი „სუ-25“ ჩამოაგდეს, რომელიც თავდაცვის ძალების პოზიციებს ბომბავდა. ახლა ის უკრაინის დონბასის სტეპებში იწვის“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

მსგავსი თემები