დაჭრილ „გლოვოს“ კურიერს შესაძლოა ფეხის თითების ამპუტაცია დასჭირდეს

გუშინ, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე დაჭრილ “გლოვოს” კურიერს თემო სიგუას, შესაძლოა ფეხის თითების ამპუტაცია დასჭირდეს. ამის შესახებ, ჟურნალისტებს დაჭრილის დედამ განუცხადა.

”დამსხვრეული აქვს ძვლები. მე როგორც ვიცოდი, აღდგენა მოხდებოდა და ახლა ჩემმა შვილმა მითხრა, ექიმი მელაპარაკეო ვერ ავაწყობთო და ამპუტაცია იქნებაო საჭირო თითების-ტერფის.

ოთხი კი იყვნენო, მაგრამ ერთთან იყოო კამათი. უცებ მესროლაო“- ამბობს დაჭრილის დედა.

დამნაშავე ამ დრომდე არ არის დაკავებული.

მსგავსი თემები