„ჩვენ ვამუშავებთ ახალ საზღვაო სტრატეგიას“- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, ახალ საზღვაო სტრატეგიაზე მუშაობენ. პრეზიტენდის ინფორმაციით, მალე დასრულდება ამ პუნქტის დეტალების შემუშავება.

„ჩვენ ვამუშავებთ ახალ საზღვაო სტრატეგიას ჩვენი ქვეყნისთვის – უკრაინის საზღვაო სტრატეგია. მალე დასრულდება ამ პუნქტის დეტალების შემუშავება. ჩვენ ნათლად გვესმის, რომ ომმა შეცვალა ძალთა ბალანსი მთელ შავი ზღვის რეგიონში, რუსული ფლოტი აღარასოდეს გაბატონდება ამ მხარეში. ჩვენ ვამაგრებთ ჩვენს ინტერესებს, უკრაინის ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და პარტნიორებთან ახალი ურთიერთობების გათვალისწინებით.

უკრაინა ყოველთვის იქნება სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია დაიცვას საკუთარი ინტერესები ზღვაზე, გადამწყვეტი სატრანსპორტო მარშრუტები, ისევე, როგორც ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების ინტერესები“- განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

მსგავსი თემები