ქობულეთში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ქობულეთში ცეცლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს და წერს, რომ დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

შემთხვევის ადგილას სამართალდამცავები იმყოფებიან, რომლებსაც საცხოვრებელი სახლში შესასვლელი ეზო გადაკეტილი აქვთ. სამედიცინო ცენტრში კი კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მსგავსი თემები