თბილისის მეტროში, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია. მეტრო სადგურ ვაჟაზე-ფშაველაზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამ წუთებში მისი ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულები.
სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.