ათენში ცეცხლმა საცხოვრებელ კორპუსებამდე მიაღწია

საბერძნეთში, ათენის მახლობლად ტყის ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდაპირველად ხანძარი დილის საათებში სამ დასახლებულ პუნქტთან გაჩნდა. მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია შეძლეს. ნაქსოსში დაუდევრობით ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი, ადგილობრივი მცხოვრები დააკავეს.

ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ ქოროფისა და კიტწის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლმა საცხოვრებელ კორპუსებამდე მიაღწია და რამდენიმე ეზო მოიცვა. ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს.

 

მსგავსი თემები