დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა ჩატარდება.
სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზეა დაგეგმილი. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. სავარაუდოდ, პროცესს კლინიკა ,,ვივამედიდან“ დაესწრება ბრალდებული სააკაშვილიც.
ცნობისთვის, პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის- 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.