ბლოგერმა წყვილმა, ნანა აროშიძემ და ილო ლობჟანიძემ ჯვარი დაიწერეს. მათ რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო დაგეგმილი ქორწილი გააუქმეს.
„ახლა ნამდვილი ცოლი და ქმარი ვართ. ყველაზე მეტად ახლა გვჭირდება თქვენი კეთილი სურვილები. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ოჯახი”, – წერს ახალგაზრდა ქალი.
ცნობისთვის, ნანა რაჭაში მოგზაურობდა, როცა მისი მეორე ნახევარი გაიცნო. ახალგაზრდა კაცი ფერმერია და წყვილმა ოჯახი გაცნობიდან 5 თვეში შექმნა.