რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრთა მომსახურებას ხვალიდან განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
,,რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები დასრულდა.
საბაგირო გზა ხვალიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს და მგზავრებს 10:00-დან 22:00 საათამდე მოემსახურება,”- ნათქვამია ინფორმაციაში.