რუსულმა ძალებმა ბახმუტი დაბომბეს

პუტინის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის ბრძანების მიუხედავად, რუსულმა ძალებმა უკრაინა ისევ დაბომბეს. არიან დაღუპულები და გარდაცვლილები.

დაბომბვა დონეცკის ოლქში, კერძოდ კი  ბახმუტის რაიონში განხორციელდა.  დაღუპულია ორი, დაშავებულია 13 ადამიანი.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საცხოვრებელი უბნების წინააღმდეგ ნაღმმტყორცნებიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა 66 წლის მამაკაცი და 61 წლის ქალი. 13 ადამიანი კი დაიჭრა.

მსგავსი თემები