2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია დღეს სამუშაო შეხვედრაზე შეიკრიბება. დეპუტატებთან ერთად სხდომას ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრებიც დაესწრებიან.
კონკრეტულად რა აინტერესებთ კომისიის წევრებს მათგან – განმარტებების გაკეთებას კანონმდებლები შეხვედრის შემდეგ აპირებენ.
დღესვე სხდომაზე უნდა შეფასდეს პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. პარალელურად, დეპუტატები ვენეციის კომისიიდან რეკომენდაციებს ელოდებიან.