“ვიცი რას ფიქრობთ, როცა ყვითელი ავტობუსი გაივლის” – პრემიერი გარემოს არასწორ პოლიტიკაზე

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, გარემოსთან დაკავშირებულ პოლიტიკას დანაშაულებრივს უწოდებს და სასწრაფოდ გამოსწორებას მოითხოვს. მისი შეფასებით, უკანასკნელ წლებში, გარემოსთან დაკავშირებული პოლიტიკა იყო უკიდურესად არაეფექტიანი და პრინციპული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, მათ შორის სატრანსპორტო პოლიტიკის თვალსაზრისით.

“თითოეული თქვენგანის დამოკიდებულება ვიცი, როცა ყვითელი ავტობუსი გაივლის რას ფიქრობთ, მერწმუნეთ, მეც იმავეს ვფიქრობ. მაგრამ ამის აღმოფხვრა ერთ და ორ კვირაში შეუძლებელი იყო”, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.

როგორც მამუკა ბახტაძემ, დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, შექმნილი მდგომარეობის გამოსავალი არის მწვანე ეკონომიკა, რაშიც თბილისს აქვს უნიკალური როლი. თბილისმა და თბილისელებმა ყველაზე მტკივნეულად მიიღეს ბოლო წლებში ის შედეგები, რაც მოჰყვა გარემოს მიმართ​ არასწორ და დანაშაულებრივ ქმედებებს.

​მისივე თქმით, ​სატრანსპორტო პოლიტიკაზე და სტრატეგიაზე მუშაობისას მთავრობას ორი ამოცანა ჰქონდა – აღმოეფხვრა საქართველოსი არსებული მძიმე შედეგები და ეს მიმართულება ახალ რელსებზე გადაეყვანა.

„ სამწუხაროდ, თბილისმა და თბილისელებმა ყველაზე მტკივნეულად მიიღეს ბოლო წლებში ის შედეგები, რაც მოჰყვა არასწორ და დანაშაულებრივ ქმედებებს გარემოს მიმართ. აქედან გამომდინარე, როცა ახალ პოლიტიკაზე და სტრატეგიაზე ვმუშაობდით, გვქონდა ორი ამოცანა: აღმოვფხვრათ მძიმე შედეგები, რომელიც თბილისში და საქართველოში გვაქვს და როგორ გადავიყვანოთ ეს მიმართულება ახალ რელსებზე. აქედან გამომდინარე, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ მწვანე ეკონომიკა იყოს წარმატებული“, – აცხადებს პრემიერი

მისივე განცხადებით, რამდენიმე დღეში, მწვანე ეკონომიკის პროექტს წარადგენს, სადაც მნიშვნელოვანი აქცენტი და მიმართულება ეკოსისტემის შეცვლა იქნება.

​მამუკა ბახტაძის აზრით, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი მივმართოთ ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან იმისთვის, რომ თბილისში, უახლოესი თვეების განმავლობაში პრინციპულად შეიცვალოს ეკოსისტემა.

მსგავსი თემები