“მინდა ყველა პატარას ვუსურვო მათი ოცნებების ახდენა და ბედნიერი მომავალი”- მიქაუტაძის დედა ცნობილ ვიდეოს ეხმაურება

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის დედა ცნობილ ვიდეოს ეხმაურება, რომელშიც “ჟორჟი” ალბანეთთან მატჩამდე პატარებს ხელს ართმევს.

“გამახსენდა, როცა პატარა გიორგიც ასეთი გახარებული და ბედნიერი ბრუნდებოდა სახლში თავისი საყვარელი ფეხბურთელების ნახვის შემდეგ. ჩვენ კი ყოველთვის ვეუბნებოდით, რომ თუ მოინდომებდა, ყველაფერს მიაღწევდა, თავის ჯერიც დადგებოდა და ისიც ასე გაახარებდა ბავშვებს და მადლობა უფალს, ასეც ხდება უკვე რამდენიმე წელია და ღვთის წყალობით, იმედია კიდევ დიდი ხანი ასე გაგრძელდება.

მინდა ყველა პატარას ვუსურვო მათი ოცნებების ახდენა და ბედნიერი მომავალი. დრო რომ მოვა, მათაც ასე გაეხარებინოთ ბავშვები და ბედნიერება ეჩუქებინოთ. უსაყვარესები ხართ ბავშვებო” – ამბობს გიორგი მიქაუტაძის დედა.

გავრცელებულ ვიდეოში, რომლიც ალბანეთთან მატჩამდეა გადაღებული, გიორგი მიქაუტაძის ხელის ჩამორთმევამ  პატარა ქომაგები გაახარა.

მსგავსი თემები