ქარიშხალ „ჰელენის“ შემდეგ ჩრდილოეთ კაროლინაში ასამდე ადამიანს კვლავ ეძებენ

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში ამ დრომდე ეძებენ 92 ადამიანს, რომლებიც ქარიშხალ „ჰელენის“ დროს უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. შტატის გუბერნატორმა როი კუპერმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს რიცხვი შესაძლოა შეიცვალოს.

„მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის საბოლოო რიცხვი, რადგან შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ მუშაობას“, – განაცხადა მან.

სტიქიას შტატში 95 ადამიანი ემსხვერპლა, ქვეყნის მასშტაბით კი „ჰელენის“ გამო 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი თემები