სლოვაკეთის პრემიერი ვარაუდობს, რომ ომი უკრაინაში მალე დასრულდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ვარაუდობს, რომ ომი უკრაინაში უახლოეს მომავალში დასრულდება. ინფორმაციას სლოვაკური მედია ავრცელებს.

„უკრაინაში ომის უმოკლეს ვადებში დასრულების ალბათობა ძალიან მაღალია“, – განაცხადა მან.

როგორც ფიცომ აღნიშნა, მისთვის მოულოდნელია, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების თემამ წინ წამოიწია. მისი თქმით, ეს მიწვევა არ იქნება „უფასო“.

ფიცომ უკრაინას სამართლიანი მშვიდობა უსურვა, მაგრამ იკითხა, შესაძლებელია თუ არა ამის მიღწევა მოცემულ პირობებში. სლოვაკეთის პრემიერმა კვლავ დაადასტურა, რომ მისი მთავრობა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

მსგავსი თემები