მაშველებმა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნილი კნუტი უსაფრთხოდ ამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა თემქის მეოთხე კვარტალში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნილი კნუტი უსაფრთხოდ ამოიყვანეს და დედა კატასთან დააბრუნეს.

სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან.

შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424.

მსგავსი თემები