ცნობილი ჟურნალისტი გარდაიცვალა

ცნობილი ავსტრალიელი ჟურნალისტი ჯორჯ ნეგუზი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. გადაცემის ავტორი, ტელევიზიისა და რადიოს წამყვანი ალცჰაიმერის დაავადებას წლების მანძილზე ებრძოდა.

ნეგუზი საერთაშორისო ურთიერთობებში იყო სპეციალიზებული და ABC-ის საგარეო კორესპონდენტად მუშაობდა. ასევე იყო, SBS Dateline-ის დამფუძნებელი და წამყვანი.

მისი პირდაპირი სტილის დემონსტრაცია 1981 წელს, დიდი ბრიტანეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ მარგარეტ ტეტჩერთან ინტერვიუს დროს მოხდა, რომელიც ლეგენდად იქცა.

მსგავსი თემები