კოსმოსიდან უცნობმა სიგნალმა დედამიწამდე მოაღწია – დიდი ალბათობით, მალე, კაცობრიობას უცხოპლანეტელების არსებობის მტკიცებულება ექნება

,,ადამიანი არ არის ერთადერთი ინტელექტუალური ცოცხალი არსება ირმის ნახტომის გალაქტიკაში”, – თქვა ბრიტანელმა რეჟისორმა დოკუმენტალისტმა, საიმონ ჰოლანდიმ. ასტრონომიის პროფესორის თქმით, ამის გადამოწმება დედამიწელებს მალე თავად შეეძლებათ.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ არაადამიანური არამიწიერი ინტელექტი ჩვენს გალაქტიკაში და ხალხმა არ იცის ამის შესახებ”, – თქვა ჰოლანდიმ Daily Mail-თან ინტერვიუში.

ჰოლანდი წლებია, NASA-სთან თანამშრომლობს. მან განაცხადა, რომ არამიწიერი სიცოცხლის მტკიცებულება ერთ თვეზე ნაკლებ დროში გამოქვეყნდება. ამ განცხადებას მხარი დაუჭირა ოქსფორდის უნივერსიტეტის Breakthrough Listen-ის მეცნიერების გუნდმა. ამჟამად, მეცნიერები აანალიზებენ დედამიწამდე მისულ სიგნალს.

მსგავსი თემები