“შიდა მტერი უფრო სახიფათოა, ვიდრე ჩინეთი და რუსეთი”- ტრამპი

“შიდა მტერი უფრო სახიფათოა, ვიდრე ჩინეთი და რუსეთი”- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპმა ამერიკელებს, რომლებიც მას ეწინააღმდეგებიან, „რადიკალი მემარცხენე გიჟები“ და „შიდა მტრები“ უწოდა.

„ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ ორი მტერი გვყავს. ჩვენ გვყავს გარე მტერი და შემდეგ გვყავს მტერი შიგნიდან. ჩემი აზრით, შიდა მტერი უფრო საშიშია, ვიდრე ჩინეთი, რუსეთი და ყველა ეს ქვეყანა. ყველაზე ძნელი საქმეა ამ გიჟებთან გამკლავება, როგორიცაა ადამ შიფი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი თემები