ბუდუ ზივზივაძე ალბანეთის ნაკრებს პირველივე წუთიდან შეუტევს

ერთა ლიგის  სეზონის მეოთხე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები თბილისში ალბანეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩისთვის საქართველოს ძირითადი შემადგენლობა დაასახელა. როგორც ცნობილი გახდა, ალბანეთის ნაკრებს პირველივე წუთიდან შეუტევენ ზურიკო დავითაშვილი და ბუდუ ზივძივაძე.

ნაკრების შემადგენლობა:

გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე.

შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი თემები