ვარშავაში გამართული ევროპის ჩემპიონატი ქართველმა კარატისტებმა 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართული ევროპის ჩემპიონატი ქართველმა კარატისტებმა 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

კონტინენტის პირველობის გამარჯვებულები ინდივიდუალურ კუმიტეში ლუკა შანთაძე, მერაბ ლომაძე, ანდრეა ონიანი, ლუკა ხვედელიანი და ალექსანდრე შამუგია გახდნენ.

ვერცხლის მედლები ჭაბუკა მახარაძემ, ტარიელ სამხარაძემ, თამარ ცინცაბაძემ და საბა სურმანიძემ მოიპოვეს. თათია ფუტკარაძე კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ტურნირში 30 ქვეყნის 2000-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

მსგავსი თემები