ანტალიაში 16 წლის ქართველ გოგოზე მეზობელმა სექსუალურად იძალადა

ანტალიაში 16 წლის ქართველ გოგოზე მეზობელმა სექსუალურად იძალადა. როგორც თურქული მედია წერს, მოზარდი შშმ პირია, ძალადობაში ბრალდებული კი დაკავებულია.

არსებული ინფორმაციით, მეზობელი კაცი ქართველების ოჯახში ელექტრობის შესაკეთებლად შევიდა. კაცმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი თავის სამუშაო სივრცეში წაიყვანა და იძალადა. მას შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ გოგონას ოჯახმა გაიგო, სამართალდამცველებს მიმართა.

მსგავსი თემები