„ვფიქრობ, თანაბარი თამაში გველის“ – ალბანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ალბანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ საქართველოსთან მატჩის წინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა. მან საკუთარი მოლოდინის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე გუნდს თანაბარი შესაძლებლობები აქვს.

„ეს თანაბარი ჯგუფია. ტირანაშიც თანაბარი თამაში გამოვიდა. ვილი სანიოლის გუნდი ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს თამაშობს, ნიჭიერი მოთამაშებითაა მისი გუნდი დაკომპლექტებული. ვილი სანიოლის შერჩეულ შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. ვფიქრობ, თანაბარი თამაში გველის. ასე იყო პოლონეთშიც, საქართველო ცუდად არ გამოიყურებოდა. როგორც ხდება ასეთ შეხვედრებში, ხშირად 1 მომენტია გადამწყვეტი, ხვალაც თანაბარი მატჩის მოლოდინი მაქვს“, – განაცხადა სილვინიომ.

მსგავსი თემები