“ქარტია შედგა”-სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით “ქართული ქარტია” შედგა. ამის შესახებ, მან ორბელიანების სასახლეში საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

“14 დღე რჩება არჩევნებამდე და ყველაფერი ძალიან კარგად არის, იმიტომ, რომ რეალურად რა პირობაც დავდე საზოგადოების წინაშე შესრულებულია. ეს ქარტია შედგა-სამოქმედო გეგმა, რომ დავუბრუნდეთ ევრპოპულ მომავალს, გადავურჩეთ რუსულ წარსულს.

მინდოდა იმ 4 პარტიასთან, რომლებიც არიან დღეს შემადგენელი პროევროპული პლატფორმის, გამევლო ყველა პუნქტი ამ ქარტიისა და მიმეღო დაზუსტებული პირობა, რომ ეს ქარტია იქნება სრულიად შესრულებული და რატომ? იმიტომ, რომ ამ ქარტიით წავედი ევროპაში, შევხვდი ყველა პასუხისმგებელ პირებს და მათგან მივიღე პირობა, რომ რაღაც დონეზე, ჩვენ დაგვაბრუნებენ იქ სადაც უნდა ვყოფილიყავით-მოლაპარაკებების გახსნის კარებთან”- განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები