უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოს საზღვარი სატვირთოში დამალულებმა გადმოკვეთეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. სარფში მდებარე სასაზღვრო გამტარ პუნქტ “სარფში” საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  344-ე მუხლის 2-ე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთას გულისხმობს.

მსგავსი თემები