“გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი”- ოთარ კაკაბაძე

პოლონეთის ქალაქ პოზნანში ერთა ლიგაზე უკრაინასთან გამართულ მატჩზე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა და ნაკრები ჯგუფში ისევ პირველ ადგილზეა. გუშინდელი მატჩის გამო, კაკაბაძე გულშემატკივარს ბოდიშ უხდის.

„ძალიან დასანანი წაგება იყო. უკრაინას ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გვაჯობეს. შეხვედრის ბედი ერთმა შეცდომამ გადაწყვიტა. მომენტები ჩვენც გვქონდა, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ. პოზნანის სტადიონზე ასეთი ცუდი საფარი პირველად ვნახე. რა თქმა უნდა, წაგებას ამას არ ვაბრალებთ, რადგან ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. თუმცა საფარმა მოწინააღმდეგეზე მეტად ჩვენს თამაშზე იქონია გავლენა.

ჯერ არაფერია გადაწყვეტილი – ჯგუფში ისევ პირველ ადგილზე ვართ, ალბანეთთან თბილისში სხვა თამაშს ვაჩვენებთ. ამიტომ ეს წაგება მალე უნდა დავივიწყოთ და მომდევნო მატჩზე გადავერთოთ. გულშემატკივარს კი ბოდიშს ვუხდით, რომ ამჯერად ვერ გავახარეთ”- ამბობს კაკაბაძე.

მსგავსი თემები