“ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის მეორე დღესვე სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი”- ირაკლი კობახიძე

“ნოემბრის ბოლოს, დეკემბერს დასაწყისში, იმის მიხედვით, ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა როდის ჩაინიშნება, სალომე ზურაბიშვილმა  მეორე დღესვე აღარ იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე, რადგან მას იმპიჩმენტის წესით მოუწევს დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, 26 ოქტომბერს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდება, რასაც პრემიერი მათ წინასწარ ულოცავს.

“ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო სისტემაშიც, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, არაერთი დასკვნაა ეუთო/ოდირის, სადაც გაკრიტიკებულია პრეზიდენტის ჩართულობა საარჩევნო პროცესებში კონკრეტული პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ, სხვა ქვეყნების მაგალითებზე მაქვს საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ამაზეც გამახვილდება ყურადღება, მითუმეტეს, სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა 26 ოქტომბერს რადიკალური ოპოზიციის, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბის გახსნა საქართველოს პრეზიდენტის ოფისში. წარმოიდგინეთ, სახელმწიფო ინსტიტუტის, პრეზიდენტის ინსტიტუტის შენობას იყენებს იმისათვის, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბი გაიხსნას, ერთად ვიზეიმოთ გამარჯვებაო, ასეთი განცხადება გააკეთა. სინამდვილეში, ერთად მოუწევთ იზეიმონ ძალიან მძიმე მარცხი, მორიგი, მე-9 მარცხი, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ აუცილებლად განიცდის, წინასწარ ვულოცავ ამ მორიგ მარცხს სალომე ზურაბიშვილი და მის მეგობარ პარტიას“ – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები