“საწყის 30 წუთში აგრესიულობა დაგვაკლდა, თამაში სწორედ ამის გამო წავაგეთ”- სანიოლი

“საწყის 30 წუთში აგრესიულობა დაგვაკლდა, თამაში სწორედ ამის გამო წავაგეთ” – საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე უკრაინასთან (0:1) შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„დღეს, საწყის 30 წუთში ინტენსიურობა და აგრესიულობა დაგვაკლდა. თამაში სწორედ ამის გამო წავაგეთ. ისეთი მობილიზებულები არ ვიყავით, როგორც წინა მატჩებში და ჩვენი ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ. ეს კატასტროფა იყო. უკრაინა კი გაცილებით კონცენტრირებული იყო და ანგარიშში დაწინაურებაც დაიმსახურა. მთლიანობაში, ჩვენ უფრო მეტი საგოლე შანსი გვქონდა და ამიტომ ამ შედეგით იმედგაცრუებულები ვართ. თუმცა, თამაშის ასეთი დაწყებით წაგება გასაკვირი არ უნდა იყოს. ეს, შეიძლება ერთის მხრივ კარგიც იყო და იმედია, ფეხბურთელები შემდეგი შეხვედრისთვის გამოფხიზლდებიან.

მატჩის ორი მესამედი ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით და მეტოქეზე უკეთესად ვთამაშობდით, გოლის შემდეგაც კარგი რეაქცია გამოვავლინეთ. მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს, რომ იოლი თამაშები არ იქნება და თუკი წარმატების მიღწევა გვსურს, ყველა მატჩი ისე უნდა ჩაატარო, თითქოს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვართ იტალია, ესპანეთი ან სხვა ტოპ-ნაკრები, რომლებსაც ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი ჰყავს. ჩვენ საქართველო ვართ და ყველა თამაშში სხვაგვარი მობილიზება გვჭირდება. ბოლო პერიოდში ყველაფერს გუნდური სულისკვეთებისა და თავდადების ხარჯზე მივაღწიეთ, რისი ნიშნებიც საწყის 30 წუთში ნაკლებად იგრძნობოდა“- განაცხადა სანიოლმა.

“არასოდეს მიგატოვებთ“-როგორ ამხნევებდნენ ქომაგები საქართველოს ნაკრებს (video)

მსგავსი თემები