“უკრაინას ვულოცავ გამარჯვებას! მათ ეს სჭირდებოდათ, ჩვენ მაინც პირველ ადგილზე ვართ”-ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი ნინომ ლომჯარია საქართველო-უკრაინის გუშინ გამართულ საფეხბურთო შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ლომჯარია   უკრაინის ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ მათ ეს გამარჯვება სჭირდებოდა.

“უკრაინას ვულოცავ გამარჯვებას! მათ ეს სჭირდებოდათ, ჩვენ მაინც პირველ ადგილზე ვართ. დამარცხება ხანდახან შეიძლება უფრო სასარგებლოც იყოს, რომ უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვებებისთვის მოვემზადოთ”-წერს ნინო ლომჯარია.

საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა.

მსგავსი თემები