ესპანეთის პრემიერი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს შეაჩეროს ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს შეაჩეროს ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა.

სანჩესმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გაირკვა, რომ დღეს ებრაელმა ჯარისკაცებმა ლიბანის სამხრეთით მდებარე გაეროს სათვალთვალო საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა.

„მგონია, ის რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, საგანგაშოა, და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შეაჩეროს იარაღის ექსპორტი ისრაელის მთავრობისთვის“, – ციტირებს Reuters-ი სანჩესს.

როგორც ესპანეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მისმა ქვეყანამ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა 2023 წლის ოქტომბრიდან შეაჩერა. ის მოუწოდებს მსოფლიოს, ესპანეთის მაგალითი გაიზიაროს, რათა ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია თავიდან აიცილონ.

მსგავსი თემები