,,რუსეთმა კურსკის ოლქში 50 ათასი სამხედრო გადაისროლა” – სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა კურსკის ოლქში დაახლოებით 50 ათასი სამხედრო გადაისროლა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ დამატებითი ძალების მობილიზება ფრონტის სხვადასხვა პოზიციებიდან მოახდინა.

„ჩვენ ვიცით, რომ კურსკის მიმართულებაზე სხვადასხვა მიმართულებებიდან დაახლოებით 50 ათასი სამხედროა გადასროლილი“, – თქვა სირსკიმ.

უკრაინელმა გენერალმა აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსული ჯარის კურსკში გადასროლის გამო რუსების პოზიციები შესუსტდა ზაპოროჟიეს, ხერსონისა და კრამატორსკის მონაკვეთებზე.

„რა თქმა უნდა, ამ გარემოებამ ჩვენი თავდაცვითი ოპერაციების წარმოება შეამსუბუქა“, – თქვა სირსკიმ.

მსგავსი თემები