რუსეთის ხელისუფლებამ ტელეწამყვან ტატიანა ლაზარევაზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

რუსეთის ხელისუფლებამ ტელეწამყვან ტატიანა ლაზარევაზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ტელეწამყვანი ,,ტერორიზმის გამართლებისთვის” ძებნილთა სიაში შეიყვანეს.

მანამდე ლაზარევა შედიოდა „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ სიაში, ხოლო შსს-მ ტელეწამყვანი ძებნილთა სიაში შეიყვანა. მას 2024 წლის ზაფხულში პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. მას შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ლაზარევა „უცხოურ აგენტად“ 2022 წლის ივლისში აღიარა. 2024 წლის ივნისის დასაწყისში მოსკოვის სასამართლომ იგი დააჯარიმა იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა მარკირება ,,უცხოური აგენტი”.

ლაზარევა 2016 წლიდან ესპანეთის ქალაქ მარბელიაში ცხოვრობს. ტატიანა ლაზარევამ რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრის დროს უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.

ლაზარევა მრავალი წელია ვლადიმერ პუტინის რეჟიმის ღია კრიტიკოსია. 2011 წლის დეკემბერში მან მონაწილეობა მიიღო ბოლოტნაიას მოედანზე გამართულ მიტინგში, როგორც ერთ-ერთმა მომხსენებელმა. 2013 წელს მან ჩაწერა ვიდეო მესიჯი ქვიარ თემის მხარდასაჭერად და გააკრიტიკა კანონი, რომელიც აკრძალავს ,,ლგბტ პროპაგანდას”. 2014 წელს იგი ეწინააღმდეგებოდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. მხარს უჭერს პოლიტიკურ პატიმრებს.

მსგავსი თემები