საფრანგეთის შემდეგ, ზელენსკი იტალიაში ჩავიდა და ჯორჯია მელონის შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საფრანგეთის შემდეგ, იტალიაში ჩავიდა და იტალიის პრემიერმინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკი ამ კვირაში რომში ყოფნისას მოლაპარაკებებს გამართავს მელონისთან. ცნობილია, რომ ის უნდა შეხვდეს რომის პაპ ფრანცისკესაც.

ხუთშაბათს, 10 ოქტომბერს, ზელენსკი საფრანგეთის ლიდერს ემანუელ მაკრონს შეხვდა. მისი თქმით, მოლაპარაკებებისას „ცეცხლის შეწყვეტაზე“ საუბარი არ ყოფილა.

მსგავსი თემები