რუსეთის პატიმრობაში მყოფი უკრაინელი ჟურნალისტი, ვიქტორია როშინა, გარდაიცვალა

რუსეთის პატიმრობაში მყოფი უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშინა გარდაიცვალა. ინფორმაცია უკრაინის საკოორდინაციო შტაბის პრესსპიკერმა, პეტრ იაცენკომ დაადასტურა.

როშინა პატიმრობაში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ჟურნალისტი ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიიდან 2023 წლის აგვისტოში გაუჩინარდა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ ის რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდა.

პატიმარი ჟურნალისტი მოსკოვიდან ტაგანროგის მიმართულებით ეტაპირების დროს გარდაიცვალა.

უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ როშინა ტყვეების გაცვლის სიაში იყო შეყვანილი. როდის უნდა შემდგარიყო გაცვლა, უცნობია.

მსგავსი თემები