უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს ბერლინში ჩავა, სადაც გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება. ინფორმაციას გამოცემა Bbild-ი ავრცელებს და წერს, რომ ზელენსკი შოლცს ,,გამარჯვების გეგმას” წარუდგენს.
,,უკრაინის პრეზიდენტი გერმანიაში ასევე აპირებს კონფიდენციალური მოლაპარაკებების გამართვას ქვეყნის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან”, – იტყობინება Bild-ი.