აშშ-მა „ჰამასს“ ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით „ჰამასს“ ახალი სანქციები დაუწესა. სანქციები დაუწესდა სამ მოქალაქეს და ე.წ. საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომლებსაც „ჰამასის“ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფინანსურ მხარდამჭერებად მიიჩნევენ. ასევე სანქციები შეეხო ღაზაში მდებარე „ალ-ინტაჯ ბანკს“, რომელსაც, მათი თქმით, „ჰამასი“ აკონტროლებს.

ამასთან, სანქციები დაუწესდა „ჰამასის“ ხანგრძლივ მხარდამჭერს, იემენის მოქალაქეს, რომელიც თურქეთში ცხოვრობს და მის ცხრა ბიზნესს.

მსგავსი თემები