ხერსონში მართვადი საავიაციო ბომბები ჩამოაგდეს-არიან დაშავებულები

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონში მართვადი საავიაციო ბომბები ჩამოაგდეს. შედეგად ოცამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. მათი ნაწილი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ მედიას, ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე პროკუდინმა განუცხადა.

„რუსეთის ჯარებმა საავიაციო იერიში მიიტანეს ხერსონზე. ჩამოაგდეს ოთხი მართვადი ავიაბომბი. დარტყმა განხორციელდა დანგრეულ სკოლაზე და საცხოვრებელ უბანზე ცენტრალურ რაიონში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პროკუდინის ცნობით, დაშავებულთა შორის არიან მცირეწლოვნებიც. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი თემები