ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აცხადებს, რომ მათ ომის არ ეშინიათ.
„ირანის ისლამურ რესპუბლიკას ომის არ ეშინია და სიონისტური რეჟიმის ნებისმიერ ახალ ქმედებას მტკიცე და სათანადო პასუხს გასცემს“ – განაცხადა მან.
გასულ სამშაბათს, ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-მდე რაკეტა გაუშვა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა. ისრაელმა პირობა დადო, რომ თავდასხმას უპასუხებს.