ვლადიმერ პუტინი ირანის პრეზიდენტს შეხვდება

1 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინი ირანის პრეზიდენტს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი ავრცელებს.

„ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ორმხრივი საკითხების, ასევე, რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთში მკვეთრად გამწვავებული სიტუაციის განსახილველად“ – განაცხადა იური უშაკოვმა.

ვლადიმერ პუტინისა და მასუდ ფეზეშქიანის შეხვედრა თურქმენეთში შედგება.

მსგავსი თემები