პრეზიდენტის სასახლეში არჩევნების საკოორდინაციო პლატფორმა გაიხსნება

საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის უკან განცხადება გააკეტა, სადაც არჩევნებზე ისაუბრა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, 26 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმა გაიხსენება.

„ჩვენი, ყველას ვალდებულებაა, მივიდეთ არჩევნებზე და არც ერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი, იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიცვათ. დამოუკიდებლობა დავიცვათ, დავიცვათ მისი ევროპული მომავალი. არჩევნების დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში მოწყობილი იქნება საკოორდინაციო პლატფორმა, რათა ჩვენ გავუწიოთ მონიტორინგი ყველაფერ იმას, რაც იმ დღეს მოხდება და შემდეგ, ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება“ – ვის აფრთხილებს პრეზიდენტი?!

მსგავსი თემები