რუსეთში აშშ-ის 72 წლის მოქალაქეს 6 წლითა და 10 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ის მოქალაქეს, 72 წლის სტივენ ჰაბარდს, მოსკოვის სასამართლომ 6 წლითა და 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ჰაბარდს ბრალად ედება ,,შეიარაღებულ კონფლიქტში უკრაინის მხარეს დაქირავებულ მებრძოლად” მონაწილეობა.

აღნიშნული ბრალი, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურა ჰაბარდისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. კრემლის მედიის ცნობით, დაკავებულმა ,,რუსეთის წინააღმდეგ ფულის სანაცვლოდ ბრძოლის” ბრალდება აღიარა.

სასამართლომ ჰაბარდის საქმის განხილვა სექტემბრის ბოლოს დაიწყო. მანამდე მის შესახებ ინფორმაცია არც რუსულ და არც დასავლურ მედიაში არ გავრცელებულა. უცნობია ისიც, თუ როდის დააკავეს აშშ-ის მოქალაქე.

სტივენ ჰაბარდი მიჩიგანის შტატიდანაა. რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, ის უკრაინაში საცხოვრებლად 2014 წელს გადავიდა და ცხოვრობდა მეგობარ ქალთან ერთად.

მსგავსი თემები