Freeuni-სა და ,,თავისუფალ სკოლაში” ასაფეთქებელზე შეტყობინება Mail.ru-დან შევიდა

აღმაშენებლის გამზირზე, ,,თავისუფალი უნივერსიტეტისა” და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული, გადაკეტილია მისასვლელი. ცოტა ხნის წინ, შენობებიდან ევაკუაცია განხორციელდა, რადგან ადმინისტრაციაში Mail.ru-დან ანონიმური შეტყობინება შევიდა, რომ უნივერსიტეტსა და სკოლაში ასაფეთქებელი იყო. ამის შემდეგ სასწავლო პროცესი შეჩერდა და სამართალდამცველები გამოიძახეს. ადგილზე იმყოფებიან კინოლოგებიც.

ცოტა ხნის წინ დაასრულეს მუშაობა კინოლოგებმა 41-ე სკოლაშიც, სადაც იგივე შინაარსის შეტყობინების გამო, სასწავლო პროცესი ჩაიშალა. აღმოჩნდა თუ არა შენობაში რამე, ამ დროისთვის, უცნობია.

მსგავსი თემები