კარაჩის აეროპორტთან აფეთქებას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა პაკისტანში, ქალაქ კარაჩიში, საერთაშორისო აეროპორტთან მომხდარი აფეთქების შედეგად. BBC-ს ცნობით, დაღუპულები ჩინეთის მოქალაქეები არიან.

აფეთქების შედეგად, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანებს ცეცხლი წაეკიდა, შემთხვევის ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჟურნალისტებისთვის გაგზავნილი ელექტრონული წერილებით, სეპარატისტულმა გასამხედროებულმა დაჯგუფებამ „ბალუჯის გამათავისუფლებელმა არმიამ“ აიღო.

ცნობაში აღნიშნულია, რომ აფეთქება მანქანაში ჩამონტაჟებული ხელნაკეთი ბომბით მოხდა, სამიზნე კი ჩინეთის მოქალაქე ინჟინრები იყვნენ. დაშავებულებს შორის ადგილობრივებიც არიან.

მსგავსი თემები