“ევროკავშირის ელჩის განცხადებამ გამოიწვია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კანონის დარღვევა”- პაპუაშვილი

“ცალსახაა, რომ არ აქვთ არანაირი სამართლებრივი საფუძველი, „ქართული ოცნების“ სარეკლამო საარჩევნო კლიპი არ გაუშვან. ეს არის აბსოლუტური თვითნებობა, რომელსაც ჩადის სამი ტელევიზია. არის კანონის დარღვევა, რაც აჩვენებს, რომ სურთ შექმნან არათანაბარი საარჩევნო პირობები „ქართული ოცნებისთვის“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „მთავარი არხის“ „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ერთობლივ განცხადებაზე, რომ სამივე ტელევიზია უარს ამბობს ეთერში „ქართული ოცნების“ ვიდეორგოლების განთავსებაზე.

„კერძოდ, ამ შემთხვევაში ევროკავშირის ელჩის განცხადებამ გამოიწვია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კანონის დარღვევა და მათ შორის, გამოიწვია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ მხრიდან ამის გამართლება. ამიტომ, როგორც თამამი იყო ევროკავშირის ელჩი ამ სარეკლამო რგოლის შეფასებაში, იმედია, ასევე თამამი იქნება ის საარჩევნო დარღვევების შეფასებაში და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ მხრიდან კანონდარღვევის გამართლების დაგმობაში“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები