ბანგლადეშში წყალდიდობამ ხუთი ადამიანი იმსხვერპლა

ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 1000-ზე მეტი კი დაზარალდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. სახლების ნაწილი წყლითაა დაფარული, დანგრეულია ხიდები, დატბორილია გზები, რის გამოც სოფლები მოწყვეტილია გარე სამყაროს და მოსახლეობას სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება.

მაშველები ნავებითა და ვერტმფრენების გამოყენებით ცდილობენ ხალხის გადარჩენას.

ბანგლადეშში სინოპტიკოსები მომდევნო დღეებშიც უხვ ნალექს პროგნოზირებენ.

 

მსგავსი თემები