“აშშ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციებით მანიპულირებს”- ალიევი

“აშშ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს და აჩერებს მაშინ, როცა მას სჭირდება” – განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ილჰამ ალიევი ამბობს, რომ ამერიკას აზერბაიჯანი მხოლოდ მას შემდეგ დასჭირდა, რაც მათ ავღანეთის ოკუპაცია დაიწყეს.

“ვიდრე ავღანეთში რჩებოდნენ, აშშ-ის პრეზიდენტი ყოველწლიურად აჩერებდა სანქციებს. როგორც კი ისინი მთელი მსოფლიოს თვალწინ იქიდან გაიქცნენ, ისევ დააწესეს სანქციები ჩვენ წინააღმდეგ”, – განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

ალიევმა ასევე აღნიშნა, ვაშინგტონი, ამ ყველაფერთან ერთად, აცხადებს, რომ ბაქოსთან მეგობრობა სურთ.

“რა მეგობრობაზე შეიძლება იყოს საუბარი?” – ამბობს ალიევი.

მსგავსი თემები