ისრაელი შესაძლო ტერორისტული აქტების გამო მზადყოფნაშია

ისრაელი „ჰამასის“ მიერ თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით შესაძლო ტერორისტული აქტების გამო მზადყოფნაშია. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 7 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად ისრაელის თავდაცვის ძალები გაძლიერებულ მზადყოფნაში არიან.

„ჩვენ მზად ვართ ჩვენი გაძლიერებული ჯარით, იქიდან გამომდინარე, რომ, სავარაუდოდ, ამ თარიღისთვის განხორციელდება ტერორისტული თავდასხმების მცდელობა“, -განაცხადა ჰაგარიმ.

 

მსგავსი თემები